მხარის ზოგადი დახასიათება:
მდებარეობა- საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მისი საზღვარი გადის მდინარე ფსოუსა და კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, რუსეთის ფედერაციასთან.სამეგრელო ზემო სვანეთისაგან გამოიყოფა კოდორის ქედითა და მდინარე ენგურის ქვემო დინებით.
მოსაზღვრე რეგიონები- რუსეთი (კრასნოდარის მხარე, ყარაჩაი-ჩერქეზეთი),
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ფართობი- 8,6 ათასი კმ2
დედაქალაქი- სოხუმი
მანძილი თბილისამდე- 486 კმ
ადმინისტრაციული ერთეულები- 6, აქედან 5 რაიონი ( გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირის, გულრიფშის, გალის) და 1 საქალაქო (გაგრის) საკრებულოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორია
ქალაქი- 6 (სოხუმი, გუდაუთა, გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი, გაგრა)
დაბა- 4 (ბიჭვინთა, ახალი ათონი, გულრიფში, განთიადი)
სოფელი- 514
რელიეფი- სანაპირო ზოლში: დაბლობები (კოლხეთის), მაღლობები (მიუსერის), ქედები: (კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, გაგრის, ბზიფის, ჩხალთის, კოდორის).
უმაღლესი მწვერვალი- დომბაი-ულგენი, ზ.დ. 4046 მ. გაგრის ქედზე, კერძოდ არაბიკას კირქვულ მასივზე მიკვლეულია მსოფლიოში ყველაზე ღრმა კარსტული
უფსკრული-კრუბერი - სიღრმე 2080 მ
ჰავა- ნოტიო სუბტროპიკული. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა +22 +23 C0, ზამთრისა +4 +6,5 C0. ატმოსფერული ნალექები-1300-1500 მმ
მდინარეები- ფსოუ, ბზიფი, კოდორი, გუმისთა, კელასური, ღალიძგა
ტბები- რიწა, ამტყელი, ბებესირი, ინკითი
ტრანსპორტი-საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო (სოხუმის საერთაშორისო დანიშნულების აეროპორტი)
ნაკრძალები-რიწის (1957წ), ფსხუ-გუმისთის(1976წ), ბიჭვინთა-მიუსერის(1965წ)
კურორტები- გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, ავადხარა გუდაუთა, მიუსერა, ოქროს ნაპირი, განთიადი, ლესელიძე, სოხუმი, ბესლეთი, აგუძერა, გულრიფში, გუმისთა, ეშერა, კინდღი
ღირშესანიშნაობები-ლიხნის ტაძარი (VIს), მოქვის საკათედრო ტაძარი (Xს), ბიჭვინთის მონასტერი (XIს), დრანდის ეკლესია (VIIIს), ბედიის მონასტერი (XIIს), ახალი ათონის გამოქვაბული და მონასტერი (VIII-IXსს), ილორის ეკლესია (XIს), კელასურის კედელი (აფხაზეთის დიდი კედელი), ბზიფის კომპლექსი-ეკლესია (IX-Xს), აძუბჟის ეკლესია (XIIIს), ბესლეთის ერთთაღიანი ქვის ხიდი (XI-XIIს) და სხვა. ციხე-კოშკები: სოხუმის (ბაგრატის), გაგრის, ბზიფის, განთიადის, აბაჟვახუსა და სხვა
აფხაზეთს დასავლეთით აკრავს შავი ზღვა. მისი ფართობი 8.7 ათასი კვ. კილომეტრია..
აჩმა განსხვავდება სხვა ხაჭაპურებისაგან როგორც ფორმით, ასევე მომზადების წესით.